ჩვენს შესახებ

შპს ”იფქლი-1” პირველი საწარმოა საქართველოში, რომელმაც 1994 წლიდან "ბატონი" პურის გამოცხობა დაიწყო და მასიური გახადა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანიამ ამ დროში შეძლო ხუთი სახეობის პურის დაპატენტება.

 

საწარმოში დამონტაჟდა ევროპული ტიპის უახლესი ქვის ღუმელი - ავტომატური ჩატვირთვით, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. წარმოება სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით. აღნიშნული ღუმელი მარმარილოს მონოლითს წარმოადგენს.

 

ქვაზე გამომცხვარი პური მზადდება მაღალი ხარისხის ნედლეულისაგან. ცომისათვის საჭირო წყალი იონიზირებული და დარბილებულია. ყველაფერი ერთად ქმნის განსაკუთრებული გემოსა და თვისებების მქონე პროდუქტს.

 

ქარხანა დაკომპლექტებულია გამოცდილი, პროფესიონალი კადრებით, რომელიც მუდმივად ზრუნავს სიახლეზე, რათა ახალი და ნოვატორული პროდუქტი შესთავაზოს თავის მომხმარებელს.

ჩვენი პროდუქცია